ვინიცაში დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდე გაიზარდა, მათ შორის 3 ბავშვია

ვინიცაში 14 ივლისის სარაკეტო იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 23-მდეა გაზრდილი, მათ შორის 3 მცირეწლოვანია. 50-ზე მეტი მოქალაქე ჰოსპიტალიზებულია, 40-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

ვინიცაში სამი აფეთქება ადგილობრივი დროით დაახლოებით 10:45 საათზე მოხდა. ჭურვები სამოქალაქო ობიექტებს მოხვდა, მათ შორის, სამედიცინო დიაგნოსტიკური ცენტრს, მანქანების სადგომს, ასევე, შენობას, რომელშიც სხვადასხვა ოფისია განთავსებული.

მოგვიანებით გახდა ცნობილი, რომ ოკუპანტებმა ვინიცას მიმართულებით წყალქვეშა ნავიდან “კალიბრის” ტიპის ხუთი რაკეტა ისროლეს, მათგან ორი უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, სამი კი ქალაქის ცენტრში ჩამოვარდა.

მომხდარს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი გამოეხმაურა, რომელმაც თქვა, რომ კრემლი ყოველდღიურად კლავს უკრაინელ ხალხს და ბავშვებს და ეს ტერორისტული აქტებია.

ზელენსკი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, რომ რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადდეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები