აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მან გამოცემა New York magazine-თან ინტერვიუში აღნიშნა, ჯერ არ იცის როდის გამოაცხადებს მიღებულ გადაწყვეტილებას – ნოემბრის შუალედური არჩევნების წინ, თუ არჩევნების შემდეგ.
„მე უკვე მივიღე ეს გადაწყვეტილება. ასე რომ, მასზე გავლენას ვეღარაფერი მოახდენს. ეს ჩემი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა. აცნობეთ ეს ხალხს“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.