გურამ მაჭარაშვილი – ლევან ვარშალომიძეზე: საერთოდ არ გამოჩენილა მე-10 მოწვევის პარლამენტში, პრაქტიკულად, პოლიტიკურ “შატალოზე” იმყოფებოდა

საერთოდ არ გამოჩენილა საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში, ანუ, პრაქტიკულად, იმყოფებოდა პოლიტიკურ “შატალოზე”, – ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხს.

“საქართველოს კონსტიტუცია განსაზღვრავს, რომ პარლამენტის წევრი რომელიც შეურაცხყოფას აყენებს საპარლამენტო ინსტიტუტს, ასევე, თავის ამომრჩეველს, რომელსაც სთხოვა, რომ პარლამენტში იმუშავებდა და პოლიტიკურად გადააგდო თავისი ამომრჩეველი, ბუნებრივია, დგება მისი უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი და ამას საბოლოოდ, რა თქმა უნდა, გადაწყვეტს საქართველოს პარლამენტი“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას მხარი დაუჭირა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები