რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევში 10-ზე მეტი რაკეტა ჩამოაგდეს. ქალაქის იერიში საზენიტო- სარაკეტო სისტემა S-300-დან მიმდინარეობდა.
ამის შესახებ სამხრეთ უკრაინის თავდაცვის ძალების ერთობლივი საკოორდინაციო პრესცენტრის ხელმძღვანელმა, ნატალია გუმენიუკმა განაცხადა.
მისი თქმით, ოკუპანტებმა სამოქალაქო ობიექტებს დაარტყეს “ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმრო “მიკოლაევს”, ორ სკოლას, ტროლეიბუსების სადგომს – სამოქალაქო ობიექტებს, რომლებშიც შესაძლოა, ადამიანები ყოფილიყვნენ და მსხვერპლი მოჰყოლოდა”.
გარდა ამისა, მისი თქმით, დაიბომბა ასევე მიკოლაევის ოლქი.
“ღამით ბაშტანკა დაიბომბა. იქ არიან დაჭრილები. ჭურვები მოხვდა სამოქალაქო ობიექტებს – საავადმყოფოს, სკოლას და საგანმანათლებლო დაწესებულებებს. სამხედრო ინფრასტრუქტურასთან კავშირი არ არის, ისინი მშვიდობიან ობიექტებს უტევენ”, – განაცხადა გუმენიუკმა.