უკრაინას სამშვიდობო მოლაპარაკებებზე რუსეთთან განსახილველი არაფერი აქვს, – ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ განაცხადა.
„რუსეთის პოზიციისა და ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ განგრძობითი აგრესიის გამო, ამჟამად, რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს. ასე რომ, განსახილველი ნამდვილად არაფერია“, – განუცხადა კულებამ CNN-ს.
მისი თქმით, ამ ომში უკრაინის მიზანია, რომ გათავისუფლდეს მათი ტერიტორიები და აღადგინოს ტერიტორიული მთლიანობა და სრული სუვერენიტეტი უკრაინის აღმოსავლეთსა და სამხრეთში.
„ეს არის ჩვენი მოლაპარაკების პოზიციის საბოლოო წერტილი“, – დასძინა კულებამ.