აშშ-ის ყოფილი მაღალჩინოსანი აღიარებს, რომ უცხო ქვეყნებში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი მაღალჩინოსანი, ჯონ ბოლტონი აღიარებს, რომ უცხო ქვეყნებში სამხედრო გადატრიალებას გეგმავდა.

CNN-თან ინტერვიუში ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ იგი თავისი კარიერის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანას პუტჩის მოწყობაში დახმარებია.

ამ თემაზე მან კაპიტოლიუმზე გასული წლის 6 იანვარს მომხდარ თავდასხმაში დონალდ ტრამპის შესაძლო ბრალეულობაზე კომენტირებისას ისაუბრა.

ჯონ ბოლტონი გაერო-ში ამერიკის ყოფილი ელჩია. ის ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის პოსტს იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები