შრი-ლანკაში აქციის მონაწილეები პრემიერის ოფისში შეიჭრნენ
კოლომბოში აქციის მონაწილეები შრი-ლანკის პრემიერმინისტრის, რანილ ვიკრამასინგეს ოფისში შეიჭრნენ.
აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს, რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ამასთან, მედია წერს, რომ პრემიერის ოფისთან წყლის ჭავლის მანქანებიც იყო, თუმცა, სამართალდამცავებს ის არ გამოუყენებიათ.
შრი-ლანკის პრეზიდენტის გადადგომის შემდეგ, მის მოვალეობას პრემიერი ასრულებს.
რანილ ვიკრემესინგემ ძალოვნებს სამხედროებს და პოლიციას ქვეყანაში წესრიგის აღდგენა დაავალა, შექმნილია შეიარაღებული ძალების მეთაურთა სპეციალური კომიტეტი.