ალუდა ღუდუშაური: რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არის, მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური რიგგარეშე სხდომის მოწვევის თაობაზე ოპოზიციის ინიციატივას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ამის აუცილებლობა და წინაპირობა არ არსებობს.
“რიგგარეშე სამუშაო სხდომაზე არავითარი სამუშაო პროცესი არ წარიმართება, ეს იქნება საცირკო წარმოდგენა. ჩვენ კი მოსახლეობისთვის ცირკის უფასო ბილეთების დარიგებას არ ვაპირებთ. რიგგარეშე სხდომის აუცილებლობა და წინაპირობა არ არის. რა უნდა იყოს რიგგარეშე სხდომაზე. დღეს, როცა მთავარი სასიცოცხლო ამოცანა გვაქვს – რეკომენდაციების შესრულება, ამ პროცესში ჩართულობა და პროცესს უნდობლობას, ბოიკოტს უცხადებ და ამბობ, რომ მასში არ ჩაერთვები, ჩემთვის წარმოუდგენელია, რა უნდა გააკეთონ, გარდა იმისა, რომ უფასო საცირკო წარმოდგენა შესთავაზონ მოსახლეობას“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.