დავით მათიკაშვილი: ვისაც არ სურს, მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, არის რუსული პოლიტიკის განმახორციელებელი ჩვენს ქვეყანაში
საპარლამენტო უმრავლესობის წევრ დავით მათიკაშვილის განცხადებით, ვისაც არ სურს, მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, რუსული პოლიტიკის განმახორციელებელია.
„ყველა, ვინც კი აცხადებს უარს, ვგულისხმობ რადიკალური ოპოზიციიდან „ნაციონალურ მოძრაობასა“ და მასთან აფილირებულ პარტიებს, ყველა – ვისაც არ სურს, მონაწილეობა მიიღოს იმ პროცესში, რომელიც საქართველოს მიანიჭებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ნათელია, რომ ის არის სწორედ ამ პროცესის მოწინააღმდეგე და რუსული პოლიტიკის განმახორციელებელი ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა მათიკაშვილმა.