ალუდა ღუდუშაური: რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები რეკომენდაციების შესრულებას დროულად უნდა შემოუერთდნენ
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულებას ოპოზიცია დროულად უნდა შეუერთდეს.
“ჩვენ მყისიერად შევუდექით 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესს, რომელიც გაცემულია. აქ არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი პუნქტი, დეპოლარიზაცია. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, რომ რადიკალურმა ოპოზიციის წარმომადგენლებმა კარგად უნდა გააცნობიერონ და დროულად უნდა შემოუერთდნენ ამ რეკომენდაციების შესრულებას“, – განაცხადა ღუდუშაურმა.