ლევან ვარშალომიძეს შესაძლოა, სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდეს

პარლამენტის დღის წესრიგში დეპუტატ ლევან ვარშალომიძისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი დგას, რაც იმას ნიშნავს, რომ ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა”, სავარაუდოდ, კიდევ ერთ საპარლამენტო მანდატს კარგავს.

ვარშალომიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის საკითხი დღის წესრიგში მის მიერ სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენების რაოდენობის გამო დადგა.

საკითხს 14 ივლისის სხდომაზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის განიხილავს და დასკვნას საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უახლოეს პლენარულ სხდომაზე წარადგენს.

აღსანიშნავია, რომ, ვარშალომიძისთვის მანდატის შეწყვეტის შემთხვევაში, პარლამენტში მისი ადგილმონაცვლე ვერ შევა, რადგან საპარლამენტო ოპოზიციის, მათ შორის, “ნაციონალური მოძრაობის” საარჩევნო სიები გაუქმებულია. ოპოზიცია კი, ჯამურად, პარლამენტში 6 მანდატს კარგავს. ესენია: ნიკა მელია, ზაალ უდუმაშვილი, მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია. მათ არ ჰყავთ ადგილმონაცვლეები, შესაბამისად, მათი მანდატები გაუქმდა. ანალოგიურად მოხდება ვარშალომიძის შემთხვევაშიც.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები