გერმანია აგვისტოდან რუსულ ნახშირზე უარს ამბობს, ნავთობზე კი – დეკემბრიდან

გერმანია რუსული ნახშირის შესყიდვას აგვისტოდან მთლიანად შეწყვეტს, ხოლო 31 დეკემბრიდან უარს იტყვის რუსულ ნავთობზე.

ამის შესახებ Reuters-ი ქვეყნის ფინანსთა მინისტრის მოადგილე იორგ კუკისზე დაყრდნობით იტყობინება.

„ვინც “დრუჟბას” მილსადენის ისტორიას იცნობს, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში საბჭოთა იმპერიის იარაღს წარმოადგენდა, ისიც იცის, რომ ამ დამოკიდებულებისგან გათავისუფლება ტრივიალური საქმე არ არის, მაგრამ ამას რამდენიმე თვეში მივაღწევთ”, – თქვა პოლიტიკოსმა სიდნეის კონფერენციებზე.

კუკისის თქმით, გერმანია თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტისთვის ტერმინალებს დაჩქარებული წესით აშენებს, რომ შეავსოს ხარვეზები, რომლებიც რუსული საწვავის ეტაპობრივი გაუქმების შემდეგ წარმოიქმნება.

გარდა ამისა, ბერლინი კონცენტრირებულია ენერგიის ალტერნატიულ წყაროებზე გადასვლაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები