ბრაზილიას დიზელის 50 დღის მარაგი დარჩა
ბრაზილიის ენერგეტიკის მინისტრის, ადოლფო საქსიდის განცხადებით, ქვეყანაში დიზელის 50 დღის მარაგი დარჩა.
მისი თქმით, სამინისტროსთვის დიზელის საწვავის საკითხი მნიშვნელოვანია.
„მსოფლიოში რაღაც რომ მოხდეს და ნავთობის იმპორტი აღარ იყოს შესაძლებელი, ბრაზილიას მაინც ექნება 50 დღის დიზელის საწვავი მისი იმპორტის საჭიროების გარეშე“, – თქვა მინისტრმა.
ბრაზილიაში დიზელისა და ბენზინის ღირებულება 2021 წელს 46%-ზე მეტით გაიზარდა.
2022 წლის მარტში, საწვავის სახელმწიფო კომპანიამ მსოფლიო ბაზარზე ნახშირწყალბადების ღირებულების მკვეთრი ზრდის გამო, ფასები კიდევ 25% -ით გაზარდა.
ბრაზილიაში უკვე რამდენიმე თვეა, დიზელის საწვავის დეფიციტია.