ზელენსკი: მტერს არ აქვს იმის გამბედაობა, რომ მარცხი აღიაროს და უკრაინის მიწიდან გავიდეს

უკრაინელი მებრძოლების წარმატებისა და რუსული დანაკარგების მიუხედავად, მტერს მაინც არ აქვს გამბედაობა, რომ მარცხი აღიაროს და უკრაინის მიწიდან გავიდეს, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინა შეძლებს თავის დაცვას, თავის აღდგენას და საგარეო პოლიტიკის ყველა მიზნის რეალიზებას.

„რუსეთმა უკვე კარგად იგრძნო, რა არის თანამედროვე არტილერია და მათ არ ექნებათ უსაფრთხო ზურგი ჩვენს მიწაზე, რომელიც მათ ოკუპირებული აქვთ. მათ იგრძნეს, რომ ჩვენი მზვერავების ოპერაციები სამშობლოს დასაცავად უფრო ძლიერია, ვიდრე მათი რომელიმე სპეცოპერაცია.

რუსი ჯარისკაცების საუბრებიდან ვიცით, რომ მათ ეშინიათ ჩვენი შეიარაღებული ძალების. ასეთი ომის 139 დღე, თითქმის 20 კვირა, მსოფლიოს ე.წ. მეორე არმიას უკრაინელების ეშინია და რაღაცის გაკეთება მხოლოდ ჯერ კიდევ ძველი საბჭოთა იარაღის უძირო მარაგების საფუძველზე შეუძლია.

მათ აღარ აქვთ სტრატეგიული სიძლიერე, არავითარი ხასიათი, არ ესმით, რას აკეთებენ აქ – ჩვენს მიწაზე. გამბედაობა არ ჰყოფნით, აღიარონ დამარცხება და ჯარები გაიყვანონ უკრაინის ტერიტორიიდან“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები