უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი პოლკოვნიკი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსი პოლკოვნიკი ოლექსი ჰორობეცი მოკლეს.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ჰორობეცი რუსეთის მე-8 არმიის შემადგენლობაში მე-20 მოტორიზებული მსროლელი დივიზიის (ვოლგოგრადი) მეთაური იყო.

აღნიშნულია, რომ ლიკვიდირებული რუსის ვინაობის დასადასტურებლად დნმ-ის ტესტის ჩატარება გახდა საჭირო.

რა ვითარებაში მოხდა რუსი პოლკოვნიკის ლიკვიდაცია, არ საჯაროვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები