მიხეილ სარჯველაძე: ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე
თუ ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩასათრევად, ამაზე მკაფიო პასუხია, რომ ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე.
“ბიძინა ივანიშვილი პირადად იქნება თუ არა ჩართული პოლიტიკაში, ეს არ იქონიებს გავლენას სტრატეგიულ მიმართულებაზე, რაც არის არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ პოზიცია, არამედ საქართველოს მოსახლეობის ნება, ქვეყანაში მაქსიმალური ძალისხმევა ჩაიდოს და ყველაფერი გაკეთდეს, რომ ომი თავიდან იყოს აცილებული. თუ ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება იყოს გზა საქართველოს ომში ჩასათრევად, ამაზე მკაფიო პასუხია, რომ ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა.
თუ ვინმე ან რომელიმე პოლიტიკური ძალა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ ფიქრობს, რომ ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში შემოყვანის იძულება შეიძლება, იყოს გზა საქართველოს ომში ჩასათრევად, ამაზე მკაფიო პასუხია, რომ ასეთი მცდელობები უპერსპექტივოა. არ მგონია, ამ შემთხვევაში, ბიძინა ივანიშვილის დაცვის საჭიროება იყოს იმ თვალსაზრისით, რაზეც აქცენტი კეთდება – არავითარი ობიექტური მიზეზი სანქციებისთვის არ არსებობს. სანქცია რაიმე სამართალდარღვევას, თუნდაც პრინციპის დარღვევას უკავშირდება. მოცემულ შემთხვევაში, ვინმეს ვკითხოთ, რა შეიძლება იყოს მოაზრებული ამ ყველაფრის უკან – რა დარღვევაში შეიძლება იყოს საუბარი. როდესაც დარღვევა არ არსებობს, სანქციებზე საუბარი შეუძლებელია. სანქციები ობიექტურად მოსალოდნელი არ არის და ამის წინაპირობები არ არსებობს. რაღაც მანიპულაციის შედეგია, როცა ეს აზრი ხშირად მუსირებს. არის მცდელობა იმის, რომ ასეთი მოსაზრება საზოგადოებაში იყოს ტირაჟირებული, თითქოს და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებია მოსალოდნელი. არ მგონია, რომ ივანიშვილის პოლიტიკაში დაბრუნება მოსალოდნელი იყოს, ამის წინაპირობა და საჭიროება ობიექტურად არ არის. ამ თემაზე ოპონენტების მხრიდან საუბრის დაწყების მიზეზი არის ის, რომ მათივე დრამატული შეცდომა მათ მიერ მოფიქრებული მყვირალა თემებით გადაიფაროს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.