მეუფე იაკობი: ბიძინამ რაც გააკეთა, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ
“ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ”, – ამის შესახებ ბოდბელმა ეპისკოპოსმა, მეუფე იაკობმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, ევროპა საქართველოს უსამართლოდ მოექცა.
“ვინ არის გალერი? მერე რა, რომ ევროპარლამენტარია, საქართველოში რა გაუკეთებია? ბიძინამ რაც გააკეთა, გააკეთოს თქვენი ტელევიზიის რომელიმე იმან, ან მიშიკომ გააკეთოს, ან კეზერაშვილმა, ან ხაზარაძემ და მერე მელაპარაკეთ. ვინ არის გალერი? თქვენ გგონიათ, ევროპაში რომ ჩავიდე, ენას წავუჩლიქავ მაგას? თავის თავს მიხედოს გალერიმ. ჩვენ გვინდა ევროპისკენ იმიტომ, რომ სამართლიანი უნდა იყოს ევროპა, ჩვენ მოგვექცნენ ძალიან უსამართლოდ და ბოდიში აქვთ მოსახდელი გალერს და ყველას”, – აღნიშნა მეუფე იაკობმა.