სომალის უსაფრთხოების ძალებს შორის ორმხრივ სროლას 11 ადამიანი შეეწირა

სომალიში ქალაქ ბოსასოში უსაფრთხოების ძალებს შორის ორმხრივ სროლას, სულ მცირე, 11 ადამიანი შეეწირა.

ამის შესახებ Somali Guardian-ი იტყობინება.

აღნიშნულია, რომ სროლა ბოსასოს აეროპორტის დაცვასა და სპეცრაზმის ჯგუფს შორის მოხდა და ჰუმანიტარული დახმარების თვითმფრინავის ჩამოსვლას უკავშირდებოდა.

კერძოდ, სპეცრაზმის წევრები თვითმფრინავთან მიახლოებას ითხოვდნენ, ხოლო აეროპორტის დაცვა ამის წინააღმდეგი იყო.

თვითმფრინავი იძულებული გახდა, მოგადიშოში განტვირთვის გარეშე დაბრუნებულიყო.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ თვითმფრინავში სომალის ფედერალური პარლამენტის ვიცესპიკერი, სადია სამატარიც იმყოფებოდა.

გამოცემის ინფორმაციით, გარდაცვლილებთან ერთად არიან დაჭრილებიც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები