იონათამიშვილი – ევროკომისიის რეკომენდაციებზე: მკაცრად გაწერილი გეგმა გვაქვს და დეკემბრისთვის თორმეტივე პუნქტი უნდა შესრულდეს
მოლოდინი მაქვს, რომ ევროკომისიის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესასრულებლად განსაზღვრული ვადა კონსტრუქციული საუბრისა და ერთობლივი მუშაობისთვის იქნება გამოყენებული, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პირველი შეხვედრა უკვე გაიმართა.
„პირველი შეხვედრები უკვე გაიმართა, რაც ძალიან კარგი სიგნალია იმისთვის, რომ ეს პროცესები კონსტრუქციულად წარიმართება. ჩვენ ვადებში მკაცრად გაწერილი გეგმა გვაქვს და ცხადია, საბოლოოდ, დეკემბრისთვის 12-ვე პუნქტი უნდა შესრულდეს. დარწმუნებული ვარ, რომ ეს გზა მნიშვნელოვანი იქნება და კიდევ უფრო მეტად დაგვაახლოებს საქართველოს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობასთან“, – განაცხადა დეპუტატმა.