თეთრი სახლი: ირანი რუსეთისთვის დრონების მიწოდებას გეგმავს

ირანი რუსეთისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიწოდებას გეგმავს, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა თეთრ სახლში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, შეერთებულ შტატებში მიიჩნევენ, რომ ირანი ემზადება – რუსეთს რამდენიმე ასეული უპილოტო საფრენი აპარატი მიაწოდოს, მათ შორის, საბრძოლო.

სალივანმა ასევე თქვა, რომ შეერთებულ შტატებს აქვს ინფორმაცია, რომ ირანი გეგმავს, ამ დრონების გამოყენებისთვის რუსი სამხედროები გადაამზადოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები