ბრიტანეთს ახალი პრემიერი 5 სექტემბერს ეყოლება
ბრიტანეთის ახალი პრემიერმინისტრი 5 სექტემბერს დასახელდება. კანდიდატების შერჩევა მიმდინარე კვირაში დაიწყება.
ამის შესახებ Reuters-ი იტყობინება.
ამჟამად, მმართველი კონსერვატიული პარტიის ლიდერისა და პრემიერმინისტრობის სიაში 11 კანდიდატი ირიცხება.
კანონმდებლები კანდიდატთა რაოდენობას ორამდე შეამცირებენ, რასაც მოჰყვება ფოსტით კენჭისყრა კონსერვატიული პარტიის 200 ათასამდე წევრს შორის.
Reuters-ი წერს, რომ ახალ ლიდერს ქვეყნის მოსახლეობაში კონსერვატიული პარტიის მხარდაჭერის აღდგენა მოუწევს.
გამოკითხვების მიხედვით, ოპოზიციურ ლეიბორისტულ პარტიას მოსახლეობის მხარდაჭერის 43% აქვს, კონსერვატიულს კი – 28%, რაც 2013 წლიდან ლეიბორისტების ყველაზე დიდი უპირატესობაა.