რუსმა ოკუპანტებმა მიკოლაევის ოლქის ტერიტორიაზე მასიური სარაკეტო იერიში მიიტანეს.
ამის შესახებ მიკოლაევის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვიტალი კიმმა განაცხადა.
“წინასწარი ინფორმაციით, ჭურვები ორ სამედიცინო დაწესებულებას და საცხოვრებელ სახლებს მოხვდა. დაბომბვის შედეგად, 4 ადამიანი დაშავდა. სავარაუდოდ, მსხვერპლი არ არის. ინფორმაცია ზუსტდება”, – დაწერა მან.