თურქეთში კორონავირუსის შემთხვევები ხუთჯერ გაიზარდა

თურქეთის ჯანდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ ბოლო ორი კვირის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი თითქმის ხუთჯერ გაიზარდა, ძირითადად – ვირუსის “ომიკრონის” შტამით.

“მხოლოდ 27 ივნისიდან 3 ივლისის ჩათვლით, წინა კვირასთან შედარებით, შემთხვევების რაოდენობა 114 პროცენტით გაიზარდა, ბოლო ორი კვირის განმავლობაში თითქმის 5-ჯერ”, – ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა, ფაჰრეთინ ქოჯამ 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ახალი ვაქცინის გაკეთებისკენ მოუწოდა.

როგორც მან “ტვიტერში” დაწერა, “თურქეთში ომიკრონის შტამით ინფიცირებამ იმატა. ჩვენ კატეგორიულად გირჩევთ, რომ 50 წელს გადაცილებულმა და რისკის ქვეშ მყოფმა პირებმა ახალი ვაქცინაცია ჩაიტაროთ, თუ ბოლო აცრიდან ექვსი თვეა გასული”.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები