სალომე ზურაბიშვილი იაპონიის ყოფილი პრემიერის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს
საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრის, სინძო აბეს გარდაცვალების გამო მწუხარება გამოხატა. შესაბამისი განცხადება პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ Twitter-ზე გამოაქვეყნა.
“საშინელი ტრაგედიაა. მთელი საქართველო შოკირებულია.
სინძო აბე საქართველოს მეგობარი, ასევე, ძლიერი საერთაშორისო ფიგურა იყო. ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ”, – წერს სალომე ზურაბიშვილი.
ცნობისთვის, იაპონიის ყოფილი პრემიერმინისტრი, სინძო აბე, რომელიც წინასაარჩევნო მიტინგზე შეიარაღებულმა კაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან დაჭრა, დღეს გარდაიცვალა.
A terrible tragedy. All of Georgia is shocked. @AbeShinzo was a friend of Georgia but also a powerful international figure. My deepest condolences. pic.twitter.com/AtGMqhzMlW
— Salome Zourabichvili (@Zourabichvili_S) July 8, 2022