,,გერმანელი მხატვრები და კავკასია“ – ზუგდიდის დადიანების სასახლეში გამოფენა გაიხსნება

8 ივლისს, 17 საათზე, ზუგდიდის დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმის უფლისწულ ნიკოს სასახლეში გამოფენა – „გერმანელი მხატვრები და კავკასია“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, გაეცნოს XIX საუკუნის გერმანელი მხატვრების – ფრიდრიხ ფრიშის, გეორგ ტიმმის, ედუარდ ჰაუს, ფრანც კრიუგერის, ადალბერტ ვააგენის ნამუშევრებს.
ღონისძიებაზე გაიყიდება კატალოგი – „გერმანელი მხატვრები და კავკასია“.
გამოფენა 8 ივლისიდან 4 აგვისტომდე გასტანს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები