BBC: ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს დღეს, ხოლო პრემიერის თანამდებობას შემოდგომაზე დატოვებს

ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი კონსერვატიული პარტიის თავმჯდომარის პოსტს დღეს დატოვებს, ხოლო პრემიერის თანამდებობას  – მხოლოდ შემოდგომას.

ამის შესახებ BBC წერს.

დღეს პრემიერს გადადგომისკენ ასევე ორი დღის წინ დანიშნულმა, ფინანსთა მინისტრმა, ნადიმ ზაჰავიმაც მოუწოდა.

7 ივლისის მდგომარეობით, ჯონსონის მინისტრთა კაბინეტი უკვე ოთხმა მინისტრმა დატოვა.

მედიის ცნობით, ჯამურად, თანამდებობა 50-მა მაღალჩინოსანმა დატოვა.

ამ დრომდე, ჯონსონი თანამდებობიდან წასვლაზე ოფიციალურად უარს ამბობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები