ჯანმო-ში “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით საგანგებო სხდომას გამართავენ

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ტედროს ადანომ გებრეისუსი “მაიმუნის ყვავილთან” დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს.

ამის შესახებ Le Figaro წერს.

“საგანგებო სხდომის მოწვევა გამოვაცხადეთ, რომელზეც კრიზისის სიმძიმე შეფასდება. შეხვედრა მოგვიანებით შედგება, 18 ივლისის შემდეგ“, – თქვა ჯანმო-ს ხელმძღვანელმა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ის შეშფოთებულია ახალი “ყვავილის” “გავრცელებისა და მასშტაბების გამო”.

გებრეისუსი ამბობს, რომ ამჟამად მსოფლიოს 58 ქვეყანაში ინფიცირების 6 ათასზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები