ბორის ჯონსონი თანამდებობიდან გადადგომაზე უარს აცხადებს

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი მტკიცე პოზიციას იკავებს და თანამდებობიდან გადადგომაზე უარს ამბობს, მიუხედავად იმისა, რომ მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წამყვანი წევრი მას წასვლისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ბორის ჯონსონი დაჟინებით ამტკიცებს, რომ სურს გააგრძელოს ფოკუსირება ქვეყნის წინაშე არსებულ უაღრესად მნიშვნელოვან საკითხებზე.

შეგახსენებთ, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის 40-მდე მოხელემ თანამდებობა დატოვა. ისინი წასვლის მიზეზად პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობას ასახელებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები