ბრიტანეთის მთავრობის 40-მდე მოხელემ თანამდებობა დატოვა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, დიდი ბრიტანეთის მთავრობის 40-მდე მოხელემ, მათ შორის მინისტრთა კაბინეტის რამდენიმე წევრმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.

პროტესტის ნიშნად თანამდებობები დატოვეს ფინანსთა, ჯანდაცვის, ხაზინის, იუსტიციისა და საბინაო-საზოგადოებრივი საკითხების მინისტრებმა.

აღნიშნული პირები თანამდებობიდან წასვლის მიზეზად პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონისადმი უნდობლობას ასახელებენ.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას ცნობილი გახდა, რომ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, კრისტოფერ პინჩერმა ნასვამ მდგომარეობაში, ლონდონის ერთ-ერთ კლუბში ჩხუბი მოაწყო. პოლიტიკოსთა ნაწილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ბორის ჯონსონმა პინჩერის წარსულის შესახებ სიმართლე იცოდა, ის საპარლამენტო ფრაქციის კოორდინატორის მოადგილედ დანიშნა. ბორის ჯონსონმა მომხდარი ფაქტის გამო ბოდიში მოიხადა და აღნიშნა, რომ არასწორი ნაბიჯი გადადგა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები