რუსეთის დუმის სპიკერი: დაე, ამერიკას ახსოვდეს – იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი, ალასკა – ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც

ამერიკის შეერთებულ შტატებს უნდა ახსოვდეს, რომ რუსეთს აქვს რაღაც დასაბრუნებელი – მაგალითად, ალასკა, – ამის შესახებ რუსეთის სახელმწიფო დუმის სპიკერმა, ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა.

„წესიერება სისუსტე არ არის და ჩვენ შეგვიძლია პასუხის გაცემა. დაე, ამერიკას ყოველთვის ახსოვდეს: იქ არის რუსეთის ტერიტორიის ნაწილი – ალასკა. ასე რომ, როდესაც ისინი დაიწყებენ ჩვენი რესურსების საზღვარგარეთ განკარგვის მცდელობას, სანამ ამას გააკეთებენ, უნდა დაფიქრდნენ იმ ფაქტზე, რომ ჩვენ გვაქვს რაღაც დასაბრუნებელიც“, – აცხადებს ვიაჩესლავ ვოლოდინი.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები