უკრაინა კორონავირუსის ახალი ტალღისთვის ემზადება

უკრაინის ჯანდაცვის მინისტრმა, ვიქტორ ლიაშკომ განაცხადა, რომ უკრაინა COVID-19-ის მორიგი ტალღისთვის ემზადება. მისი თქმით, ბოლო პერიოდში ქვეყანაში ინფიცირების მატება ფიქსირდება.

ამის შესახებ მან ბრიფინგზე თქვა.

“ბოლო ორი თვის განმავლობაში კოროვირუსული ინფექციის შემთხვევების ზრდას ვაფიქსირებთ. გასულ კვირას 1018 შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო ერთი კვირით ადრე – 943 შემთხვევა. 12%-იანი ზრდას ვხედავთ”, – განაცხადა ლიაშკომ.

მინისტრმა დასძინა, რომ ზრდის ანალოგიური ტენდენცია ევროპის ქვეყნებშიც ფიქსირდება.

„მაისსა და ივნისთან შედარებით, ევროპაში მკვეთრი ნახტომია. შემთხვევების რაოდენობა თითქმის გაორმაგდა. პოტენციურად ვემზადებით კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობის ზრდის შესაძლო ახალი ტალღისთვის, მათ შორის, ჯანდაცვის სისტემის მომზადება დავიწყეთ“, – თქვა ლიაშკომ.

მინისტრმა მოუწოდა უკრაინელებს, გადახედონ ვაქცინაციის სტატუსს და იმ შემთხვევაში, თუ მეორე ან ბუსტერ დოზა არ აქვთ გაკეთებული, რაც შეიძლება მალე გაიკეთონ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები