10 წელი და მილიარდობით ფული – რა დაჯდება მარიუპოლის აღდგენა

მარიუპოლის აღდგენა 14 მილიარდ დოლარზე მეტი დაჯდება, ქალაქის სრულ აღდგენას კი შვიდიდან ათ წლამდე დასჭირდება, – განაცხადა ქალაქის მერმა, ვადიმ ბოიჩენკომ.

მისი ინფორმაციით, ქალაქში 1356 მაღალსართულიანი შენობა, ასევე, კერძო სახლების 40% განადგურდა ან დაზიანდა, მათი უმრავლესობა რეკონსტრუქციას არ ექვემდებარება.

ბოიჩენკომ აღნიშნა, რომ 14 მილიარდ დოლარზე მეტი ქალაქის ინფრასტრუქტურის აღსადგენად საბოლოო მაჩვენებელი არ არის, ზუსტი თანხის დადგენა მხოლოდ დეოკუპაციის შემდეგ იქნება შესაძლებელი.

მარიუპოლის მერის თქმით, ქალაქი აღდგენაში დახმარების მზაობა ევროპის საინვესტიციო ბანკმა და მსხვილმა უკრაინულმა ბიზნესებმა გამოთქვეს.

“მეორე მსოფლიო ომის დროს განადგურებული ქალაქებიდან სხვადასხვა ექსპერტთან ვთანამშრომლობთ. ესენია გდანსკი, ვარშავა, დრეზდენი, როტერდამი… ვიმედოვნებთ, რომ “მარშალის გეგმას” მთელი ქვეყნისთვის ცალკე პუნქტი ექნება მარიუპოლისთვის”, – განაცხადა ქალაქ მერმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები