“ეს ომი უნდა შეწყდეს” – ირლანდიის პრემიერი ბოროდიანკას, ირპინს და ბუჩას ეწვია

ირლანდიის პრემიერმინისტრი, მიხალ მარტინი უკრაინაში ვიზიტით იმყოფება და უკვე ბოროდიანკას, ირპინს და ბუჩას ეწვია.

ამის შესახებ The Guardian-ი წერს. ​

მარტინი ბოროდიანკაში ქალაქის მერს შეხვდა და რუსული დაბომბვის დროს დამწვარი საცხოვრებელი კორპუსები დაათვალიერა.

ირპინსა და ბუჩაში პოლიტიკოსს მასობრივი სამარხი და ცხედრების ფოტოები აჩვენეს, რომლებიც ქალაქიდან რუსების გასვლიდან პირველ დღეებში იყო ნაპოვნი.

”ეს ომი უნდა შეწყდეს,” – თქვა ირლანდიის პრემიერმა.

მოგვიანებით, მარტინი უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდება.

იგეგმება, უკრაინის მხარდაჭერის ჭრილში, ირლანდიის შესაძლებლობების განხილვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები