“ოკუპანტებმა ლუგანსკის რეგიონის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს” – გაიდაი

რუსმა ოკუპანტებმა ლუგანსკის ოლქის თითქმის მთელი ტერიტორია დაიკავეს, თუმცა, ორ დასახლებაში ბრძოლები კვლავ გრძელდება, – განაცხადა რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ.

მისი თქმით, მტერი ოლქის ადმინისტრაციულ საზღვრამდე ჯერ არ გასულა, დიდ დანაკარგს განიცდიან, “მაგრამ მსხვერპლს არც ითვლიან”.

მისი თქმით, რეგიონის მოსახლეობა არ არის მზად წინააღმდეგობისთვის, რადგან ომი მრავალი წელია, გრძელდება და მთელი ამ ხნის განმავლობაში ისინი რუსული პროპაგანდით იკვებებოდნენ.

“ზოგიერთი გონზე მოდის. შეშინებულები არიან აფეთქებებისა და სროლის გამო. ასევე, მათ არ სურთ ომში ჩაებან, როგორც საზარბაზნე ხორცი”, – თქვა ჩინოვნიკმა.

გაიდაის თქმითვე, რუსები ე.წ. მობილიზაციასთან დაკავშირებით სირთულეებს აწყდებიან, ამიტომ, სხვადასხვა მეთოდს მიმართავენ. მაგალითად, კომუნალურ კომპანიებს თანამშრომლები აჰყავთ, შემდეგ კი მათ იძახებენ და საომრად უშვებენ.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ ლუგანსკის რეგიონიდან ევაკუაციისთვის ერთადერთი გზაა რუსეთის გავლით სხვა ქვეყნებში გამგზავრება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები