ევროპოლმა 22 ქვეყანაში ადამიანებით ვაჭრობის წინააღმდეგ მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა

ევროპოლმა, 22 ქვეყანაში მასშტაბური ოპერაციის ფარგლებში, ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი 130 ადამიანი დააკავა.

ამის შესახებ უწყების ვებ-გვერდზეა ნათქვამი.

ევროპოლის ინფორმაციით, ივნისის პირველ ნახევარში პოლიციის მიერ განხორციელებული ქმედებების შედეგად, ასევე, ტრეფიკინგის 100-ზე მეტი მსხვერპლი გამოვლინდა.

ოპერაციის ფარგლებში, რომელიც კოორდინებული იყო ევროკავშირის სასაზღვრო სააგენტოს Frontex-ის მიერ, თითქმის 1 მილიონი ადამიანი და ხმელეთზე, ზღვასა და საჰაერო საზღვრებზე 200 ათასზე მეტი სატრანსპორტო საშუალება შემოწმდა. ოპერაცია თითქმის ერთი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა. მასში  დაახლოებით 22,5 ათასი სამართალდამცავი იყო ჩართული.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები