უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, 7000-ზე მეტმა უკრაინელმა მოლდოვაში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა.
ამის შესახებ მოლდოვის მიგრაციისა და თავშესაფრის ბიუროს დირექტორმა, მიხაილ ვოდამ განაცხადა, – წერს Newsmaker-ი.
მისი ინფორმაციით, თუ უკრაინაში ომის დაწყებამდე ბიურო ყოველწლიურად 100-მდე განცხადებას განიხილავდა, რუსეთის შეჭრიდან ამ რიცხვმა 8 ათასს გადააჭარბა.
„სისტემაში ამ დროისთვის დარეგისტრირებული გვყავს 4013 ადამიანი, მათგან 3263 უკრაინელია. ლტოლვილის სტატუსი უკვე 180 მოქალაქეს აქვს მიღებული, ხოლო ჰუმანიტარული დაცვის ბენეფიციარია 175 პირი“, – განაცხადა ბიუროს დირექტორმა.
ვოდას თქმით, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, მოითხოვონ პოლიტიკური თავშესაფარი როგორც მოლდოვას საზღვარზე, ასევე, ქვეყნის ტერიტორიაზე.