გორში ახალი საცხოვრისი კიდევ ერთ უსახლკარო ოჯახს გადაეცა

გორის მერის, ვლადიმერ ხინჩეგაშვილის ინიციატივით, 2022 წელს სამ უსახლკარო ოჯახს ხის კოტეჯები გადაეცემათ.

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ოჯახები კომისიის მიერ შეირჩა.

ამჯერად, კოტეჯი ქვახვრელში ნაზარაშვილებს გადაეცათ. ნინო ნაზარაშვილი და მისი პატარა შვილიშვილი მალე ახალ საცხოვრისში განაგრძობენ ცხოვრებას. ავარიული სახლი, სადაც ბებია და შვილიშვილი ცხოვრობს, დანგრევის პირასაა და იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.

გორის მერიამ ნაზარაშვილებს ხის კოტეჯი საკუთარ ეზოში ჩაუდგა.

ქვახვრელში ნაზარაშვილებს ახალი საცხოვრისი გორის მერის მოადგილემ, თამაზ შიოშვილმა საკრებულოს თავმჯდომარესთან, დავით რაზმაძესთან და საკრებულოს წევრებთან ერთად მიულოცა და პროდუქტები მიუტანა.

პირველი ხის კოტეჯი კარბში კაპანაძეების სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა.

მიმდინარე წელს ახალ საცხოვრისს კიდევ ერთი ოჯახი მიიღებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები