ინდოეთში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 179-მდეა გაზრდილი

ინდოეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში, ასამის შტატში წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად, სულ მცირე, 179 ადამიანი დაიღუპა.

ამის შესახებ შტატის სტიქიურ უბედურებების მართვის სააგენტოში განაცხადეს.

აღინიშნება, რომ 1618 სოფელში, დაახლოებით, 700 ათასი ადამიანია დაზარალებული, მათგან 278 ათასი დახმარების ბანაკში იმყოფება.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, შტატში მთლიანად ან ნაწილობრივ 138 ათასი სახლია დაზიანებული.

ყველაზე მძიმე ვითარებაა ქალაქ სილჩარში, რომლის 90% მთლიანად არის წყლით დაფარული. ქალაქში 16 დაღუპულია, ზარალი კი, დაახლოებით, 1,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

წყალმა ასამის ნათესი ფართობის 47,1 ათას ჰექტარზე მეტი დაფარა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები