საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები პოლონეთში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის ხელმძღვანელი პირები პოლონეთში გაცნობითი ვიზიტით იმყოფებოდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
მათი ცნობით, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელებმა, ასევე, ცენტრალური კოორდინაციის სამმართველოს ხელმძღვანელმა, ქართველ მეხანძრე მაშველებთან ერთად, პოლონეთის სახანძრო სამსახურის მიერ ორგანიზებულ ერთკვირიან საველე სწავლებაში დამკვირვებლის სტატუსით მიიღეს მონაწილეობა.
“ვიზიტის ფარგლებში სახანძრო-სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები პოლონეთის სხვადასხვა ქალაქში განთავსებულ სახანძრო დანაყოფებს ესტუმრნენ და პოლონელი კოლეგების საქმიანობის დეტალებს გაეცნენ.
ვიზიტი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურსა და პოლონეთის სახელმწიფო სახანძრო სამსახურს შორის არსებული სამწლიანი პროექტის ფარგლებში განხორციელდა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაძლებლობების განვითარების კუთხით, პოლონურ მხარესთან 2019 წლიდან აქტიურად თანამშრომლობს. თანამშრომლობის ფარგლებში, უკვე განხორციელდა არაერთი ინფრასტრუქტურული და სასწავლო პროექტი. პოლონელი პარტნიორების დახმარებით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა მეხანძრე-მაშველთა სავარჯიშო შესაძლებლობები და აღჭურვილობა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები