ელისო ბოლქვაძე – ანრი ოხანაშვილზე: ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უბინძურესი პროვოკაციით იყო შესაძლებელი
“ქართული ოცნების” დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე აშშ-ის საელჩოსთან მომხდარ ინციდენტს ეხმაურება, რა დროსაც დეპუტატ ანრი ოხანაშვილსა და “ტვ პირველის” გენერალურ დირექტორ ვატო წერეთელს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა.
მისი თქმით, ანრი ოხანაშვილის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ უბინძურესი პროვოკაციით იყო შესაძლებელი.
“ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!!
ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!!
ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას!!”, – წერს ელისო ბოლქვაძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.