ნატო საქართველოს, მოლდოვის და სხვა პარტნიორების მხარდაჭერას გააძლიერებს

ნატო-ს ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და სხვა პარტნიორების პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაძლიერებაზე შეთანხმდნენ.

ამის შესახებ ალიანსის დეკლარაციაშია ნათქვამი.

„ევროპაში შეცვლილი უსაფრთხოების პირობების ფონზე,  პარტნიორების მიზანმიმართული პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გასაძლიერებლად ახალი ზომების მიღება გადავწყვიტეთ, მათ შორის, ბოსნია და ჰერცეგოვინასთვის, საქართველოსა და მოლდოვასთვის“, – ნათქვამია დოკუმენტში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები