სანდრო რაქვიაშვილი: „გაყალბების“ ისტორია მოგონილია – ამ თამაშის ავტორები ,,ნაცები,, არიან, სხვა პარტიები ან უსინდისობის, ან შიშის ან, როგორც ჩვენს შემთხვევაში, არასრული და კოლეგებისგან მიღებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩაერთვნენ

„გასაგები ხდება, რომ „გაყალბების“ ისტორია მოგონილია და რომ რეალურად სულ სხვა თამაში მიდის, რომლის ავტორები ,,ნაცები,, არიან, ხოლო სხვა პარტიები ან თავისი უსინდისობის, ან შიშის ან, როგორც ჩვენს შემთხვევაში, არასრული და კოლეგებისგან მიღებული მცდარი ინფორმაციის გამო ჩაერთვნენ“, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი საკუთარი პოლიტიკური პარტიის ოფიციალურ გვერდზე წერს.

როგორც პარტიის წევრი აღნიშნავს, პარლამენტს გარეთ დარჩენილი პოლიტიკოსები ბოიკოტს პოლიტიკაში დარჩენის ერთადერთ შესაძლებლობად აღიქვამენ და ამ აქტივობაში ,,ნაცებზე,, უფრო „ნაცები“ ხდებიან.

„გაყალბების იდეა“ მედიამ უკვე ისე ჩატენა ამომრჩევლის ტვინში, რომ უბრალოდ „წავედით პარლამენტში“ ავტომატურად ,,ქოცობას,, ნიშნავდა, ამიტომ, გაჩნდა მიზანი, რომ პარლამენტში ჩვენ სხვა ოპოზიციასთან ერთად შევსულიყავით. ქოცობის შეტენვაზე მომზადებულ ,,მთავარ არხს,, კი ვახო, ხატია დეკანოიძესთან ჩახუტებული ხვდება, რითაც გვარამიას დეზორიენტაციას ვიწვევთ და დროს ვიგებთ, რათა ოპოზიციასთან მოლაპარაკებები გავაგრძელოთ“, – წერს სანდრო რაქვიაშვილი.

პოლიტიკოსი პარტია „გირჩის“ გაყოფისა და მისგან ორი პოლიტიკური სუბიექტის წარმოქმნის მიზეზებზეც ამახვილებს ყურადღებას.

„პარტიის დაშლის ერთ-ერთი ფაქტორი ბოკერიას კრახი გახდა, რის გამოც მის დამფინანსებელს ახალი პროექტი დასჭირდა. ამ პროექტს შეიძლება, ახალი კოალიციის სახე მიეღო, სადაც შევიდოდნენ: ჯაფარა, ლიაკა (ელენე ხოშტარია, რომელიც დიდი ხანია რაც გწმპს, ანუ ევსაქებს, ტოვებდა) და ნიკა მელია (რომელსაც ასევე არ ჰქონდა კარგად ,,ნაცებში,, საქმე). ,,გირჩის,, ბაზაზე ასეთი გაერთიანება ბევრად უფრო ეფექტური იქნებოდა, ვიდრე ჰაერში შექმნილი კოალიცია, მით უმეტეს, რომ ამ პირობებში მათ არც დაფინანსებაზე შეექმნებოდათ პრობლემა (ნიშანდობლივია, რომ ჯაფარას წინასაარჩევნო დაფინანსების დიდი ნაწილი პორტალით არ გადიოდა და არ იყო საჯარო, რაც მიუთითებს, რომ ქართული პოლიტიკისთვის ჩვეული დაფინანსების არხებიც უკვე დამუშავებული იყო). რა თქმა უნდა, კოალიციას თავისი ტელევიზიაც მოემსახურებოდა – „ფორმულა“ – რომელიც თავდაპირველად გწმპ-თვის იყო შექმნილი“, – წერს სანდრო რაქვიაშვილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები