გურამ მაჭარაშვილი: რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც ისინი არაკანონიერი გზებით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ოპოზიციას არ აინტერესებს, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დაწესებული რეკომენდაციები შესრულდება თუ არა.

მისივე თქმით, ოპოზიციისთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც ისინი არაკანონიერი გზებით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას.

„რაც შეეხება ოპოზიციის ნიჰილიზმს, ბუნებრივია, რადიკალური ოპოზიციისთვის მნიშვნელობა არ აქვს შესრულდება, არ შესრულდება ეს რეკომენდაციები, რა ჩაიწერება ამ 12-პუნქტიან გეგმაში, რა არა. მათთვის მნიშვნელოვანია, ქვეყანაში იყოს არეულობა, ქვეყანაში იყოს ისეთი სიტუაცია, სადაც ისინი არაკანონიერი გზებით შეეცდებიან ხელისუფლებაში დაბრუნებას“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები