პრეზიდენტმა თავად განმარტა, რომ სამართლებრივი შენიშვნები არ აქვს და ეს პოლიტიკური ჟესტია. ვეტოს განმარტების ტექსტი რომ წავიკითხეთ, იქ სამართლებრივი შენიშვნები ნამდვილად არ არის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დიდი ალბათობით, პარლამენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევს.
“რეგლამენტის შესაბამისად, ჩვენ ამ ე.წ. სამართლებრივ შენიშვნებთან დაკავშირებით ვიმსჯელებთ და, დიდი ალბათობით, ეს ვეტო დაიძლევა, რადგან თუ სამართლებრივი შენიშვნები არ არის, მათზე ვერც ვიმსჯელებთ“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.
შეგახსენებთ, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მოსმენებთან დაკავშირებით კანონს ვეტო დაადო.