“ნამდვილად ავად არის” – ზელენსკი პუტინის ჯანმრთელობაზე

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი მართლაც ავად არის, მაგრამ მისი ავადმყოფობა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ის, რომლის შესახებაც ვრცელდება ინფორმაცია.

ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ NBC-თან ინტერვიუში თქვა.

მისი თქმით, ეს არის უკრაინელებთან დაკავშირებული დაავადება.

“არ ვიცი, რა სჭირს ვლადიმერ პუტინს. მე ვფიქრობ, რომ დიდი ავადმყოფობა აქვს, მაგრამ ეს უფრო რთულია, ვიდრე ის დაავადება, რომელზეც თქვენ საუბრობთ. ეს არის ჩვენი ხალხის პატივისცემის მიმართ დაავადება, ტყვეობის, წამების დაავადება, რომელიც მათ ჩვენს მიწაზე ჩაიდინეს“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთში ავად მხოლოდ პუტინი არ არის.

“სამწუხაროდ, ეს არ არის ერთი ადამიანის საკითხი. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის გარშემო ბევრი ადამიანია ავად: აქვთ გადაჭარბებული ამბიციები, საერთაშორისო სამართლის, ადამიანების სიცოცხლის მიმართ უპატივცემულობა. მათთვის ეს არაფერია. ეს დაავადება საშიშია ჩვენი სახელმწიფოსთვის“, – განაცხადა მან.

ზელენსკიმ თქვა, რომ ეს დაავადებაა უკრაინისთვის სახიფათო, ყველაფერი დანარჩენი ჭორებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები