კელი დეგნანი: შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არ არის

შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და დასაკარგი დრო არ არის. ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა განაცხადა.

მისივე თქმით, აშშ მზად არის, ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს რეფორმების განხორციელებაში.

“მთავრობას ნამდვილად შეუძლია, სწრაფად განახორციელოს ეს ცვლილებები. ქართველ ხალხს აქვს ამ ცვლილებების სურვილი და არსებობს მზაობა ამისთვის. აშშ მზად არის და აქვს სურვილი, რომ ნებისმიერი კუთხით დაეხმაროს ​საქართველოს ამ რეფორმების განხორციელებაში. ყველამ კარგად უნდა გააცნობიეროს, რომ შემდგომი ექვსი თვე არის ძალიან მნიშვნელოვანი შესაძლებლობა და არ არის დასაკარგი დრო. მე ვიცი, რომ ქართველ მოსახლეობას, სამოქალაქო საზოგადოებას, ასევე, მთავრობაში ბევრს სურს აღნიშნული რეფორმების განხორციელება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები