რუსმა ოკუპანტებმა გამთენიისას მიკოლაევი დაბომბეს.
ქალაქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ალექსანდრე სენკევიჩის ინფორმაციით, ჭურვი მაღალსართულიან კორპუსს მოხვდა.
მიკოლაევის ოლქის ადმინისტრაციის თავმჯდომარის, ვიტალი კიმმა თქმით კი, იერიშის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა, სამი დაიჭრა.
ადგილზე სამაშველო-სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.