ლევან დავითაშვილი – არახამიაზე: ეს არის უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც, ვფიქრობ, თითოეული ჩვენი მოქალაქისთვის მიუღებელია

“დავით არახამიას არაერთი ცრუ ბრალდება მოგვისმენია, დღესაც იგივეა, მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ნებისმიერი ბრალდება ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.

„ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს რაც შეეხება, რომელიც მანამდეც არაერთი მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ საუბარი მხოლოდ ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები, ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს სახელმწიფოს საქმეებში სხვა ქვეყნის პოლიტიკოსის მხრიდან, რაც ვფიქრობ, თითოეული ქართველისთვის, ჩვენი მოქალაქისთვის არის მიუღებელი, შეურაცხმყოფელი და განსაკუთრებით, როდესაც ის ადამიანი, შეიძლება, ეთნიკურად ქართველი იყოს“, – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ცნობისთვის, უკრაინის რადას ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ლიდერის, დავით არახამიას თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარება.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები