სოფელ უწერასთან ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგა
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ჩატარებული სამუშაოების შედეგად, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის 121-ე კილომეტრზე (სოფელი უწერა) ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია.
შეგახსენებთ, რომ ინტენსიური წვიმის შედეგად აღნიშნული გზის სავალ ნაწილზე ადიდებული მდ. რიონის გადმოსვლის გამო, დროებით აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.