დავით სერგეენკო: საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე და ევროპული პერსპექტივა მიიღო
ევროკავშირისგან პოზიტიური გზავნილია და ახლა მნიშვნელობა აქვს ძალიან მკაფიო კომუნიკაციას საზოგადოებისადმი, რომ ეს ყველაფერი დეტალურად და გამჭვირვალედ ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დავით სერგეენკომ განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე და ევროპული პერსპექტივა მიიღო.
„საქართველომ კიდევ ერთი ნაბიჯით წაიწია წინ ევროკავშირთან ასოცირების გზაზე და ევროპული პერსპექტივა მიიღო. საკითხი რადგან განხილული იყო სამ ქვეყანასთან მიმართებაში, ერთგვარი შედარებითი ანალიზი რომ გაკეთდეს, რა მიიღო საქართველომ, მოლდოვამ და უკრაინამ. რეფორმებისა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მხრივ, ლიდერებმა ცალსახა განმარტება გააკეთეს, რომ ეს ცვლილებები სამივე ქვეყნისთვის პოზიტიურია. ასევე ცალსახა განმარტებები გაკეთდა იმაზე, რომ უკრაინასთან და მოლდოვასთან მიმართებით კანდიდატის სტატუსის მინიჭება განპირობებული იყო კონკრეტული მოვლენებით, კერძოდ, უკრაინაში ომით. ევროკავშირისგან პოზიტიური გზავნილია და ახლა მნიშვნელობა აქვს ძალიან მკაფიო კომუნიკაციას საზოგადოებისადმი, რომ ეს ყველაფერი დეტალურად და გამჭვირვალედ ახსნილი იყოს საზოგადოებისთვის“, – განაცხადა სერგეენკომ.